მიენიჭება თუ არა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი?

18 ივლისი 2018, 00:00 2070 ნახვა

2 კვირაში გახდება ცნობილი მიენიჭება თუ არა ბათუმს ევროპის  სპორტის ქალაქის სტატუსი. თუმცა მანამდე ბათუმში ვიზიტით მყოფმა ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის შემფასებელი კომისიის წევრებმა პრესკონფერენცია  გამართეს და დაინტერესებული პირების შეკითხვებს უპასუხეს. მათ უკვე დაათვალიერეს  ქალაქში არსებული და მშენებარე სპორტული კომპლექსები.

ბათუმმა სტატუსის მისანიჭებლად 10 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის: არის თუ არა ჩართული მოსახლეობა სპორტულ აქტივობებში, ასევე   როგორია ქალაქის მთავრობის ხედვა სპორტის განვითარების მიმართულებით.  

ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაცია ევროპულ ქალაქებს სტატუსს ყოველწლიურად ანიჭებს. ბათუმი საქართველოდან პირველია, რომელმაც ევროპული სპორტული ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი გააკეთა. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი