საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2018“-ის პირველი ფაზა დასრულდა

18 ივლისი 2018, 00:00 2012 ნახვა

ოდესაში მიმდინარე მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სწავლების პირველი აქტიური ფაზა დასრულდა. ამ დროისთვის სწავლების ფარგლებში 135 საბრძოლო გაფრენა და 20-ზე მეტი საზღვაო გასვლა განხორციელდა. ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლების მიზანს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე, შავი ზღვის აუზისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ოდესაში მიმდინარე სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი, ასევე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლებაში ასევე, ჩართულები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი