მთავრობის დამტკიცების პროცესი უკვე უმაღლეს საბჭოში ინაცვლებს. განხილვები გაიმართება ფრაქციებსა და კომიტეტებში. სხდომა კი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ჩაინიშნება, რომელზეც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს თავის გუნდთან ერთად დაამტკიცებენ.
პრეზიდენტმა დასახელებული კადიდატებიდან არჩევანი უმრავლესობის მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეზე შეაჩერა, რომელიც მმართველი გუნდის შემდეგ პრეზიდენტის რჩეულიც გახდა. რიჟვაძეს რეგიონის განვითარების ხედვა უკვე აქვს, როგორც თავად აღნიშნა, დინამიკურად გაწერილი პროგრამის მთავარი მიმართულებებია: მმართველობა, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა.
განახლებული: