იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი

17 ივლისი 2018, 00:00 1819 ნახვა

პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, სამართალდაცვითი და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრაზე.

გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტების და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  

აღინიშნა, რომ წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობისაა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი