ლიეტუველი   ჟურნალისტები   აჭარის   შესახებ 

16 ივლისი 2018, 00:00 1473 ნახვა

ლიეტუველი ჟურნალისტები მოგზაურებს აჭარაში სტუმრობას ურჩევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სიუჟეტებში საუბარია აჭარის ზღვისპირა კურორტ ბათუმზე.

ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ივნისში სტუმრობდნენ. აჭარის შესახებ სიუჟეტებისა და სტატიების გამოქვეყნების გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ლიეტუვაში გარე და ონლაინ რეკლამით, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის წარმოჩენით ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი