ინფრასტრუქტურული სამუშაოები

13 ნოემბერი 2025, 12:30 142 ნახვა

ხულოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა დაბა ხულოს ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტბელ აბუსერიძის ძეგლის დადგმის სამუშაოები. გარდა ამისა, სოფელ შუასოფელში დაწყებითი სკოლა აშენდა. წაბლანაში კი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი შენობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე