,,საქართველომ ძალიან ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა ნატოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ფორმატში იდგა ნატოს გვერდით”-ამ სიტყვებით შეაფასა აქართველოს პრეზიდენტმა ნატოს ორ დღიანი სამიტი.
გიორგი მარგველაშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე არასწორი უწოდა თეორიას, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომი წახალისებული და პროვოცირებული იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. არგუმენტად კი გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა, ის რომ საქართველოს ორივე რეგიონის ოკუპაცია 1990- იან წლებში დაიწყო, როცა არ ჰქონდა საქართველოს დაფიქსირებული საკუთარი მისწრაფებები ღიად.
გიორგი მარგველაშვილმა რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ ომზეც გააკეთა აქცენტი.