მამუკა ბახტაძემ სამთავრობო გუნდის ახალი წევრები წარადგინა

12 ივლისი 2018, 00:00 2324 ნახვა

საქართველო პრემიერ მინისტრმა მთავრობის ახალი გუნდი, რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე დაასახელა. 

განახლებული:

მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა.  ცვლილება შეეხო განათლების, ფინანსთა და ეკონომიკის  საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს.

დანარჩენი  უწყებების ხელმძღვანელები კი უცვლელიები დარჩნენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი 

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია

ძველ პოზიციაზე რჩებიან:

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი 

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია 

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. 

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერ მინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

დროებითი მთავრობას პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ სტრუქტურა რამდენიმე კვირის წინ წარადგინა. 14 ნაცვლად 10 სამინისტრო დარჩა და შეიქმნა 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი