ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შპს „ჰოლდერის” მიერ დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის 33 ნომერში 11 წლის წინ შპს „ჰოლდერის“ წარმომადგენლებმა, საცხოვრებელი სახლები იმ პირობით დაანგირეს, რომ ორ წელიწადში ახალ კორპუსს ააშენებდნენ და ბინებს იქ გადასცემდნენ.
დაზარალებულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს. აქციაზე დღეს მათ საქმის განხილვის დაჩქარება მოითხოვეს. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქციასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.