რკინის ჯებირით გადაკეტილ სანაპიროს მოქალაქეები აპროტესტებენ

10 ივლისი 2018, 00:00 2292 ნახვა

რკინის ჯებირით გადაკეტილი ზღვაზე გადასასვლელი, ქობულეთში მოსახლეობის პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები ამ წუთებში აქციას მართავენ.

ისინი ზღვაზე გადასასვლელი გზის გახსნას ითხოვენ და პრობლემის მოსაგვარებლად მერიას მიმართავენ. 

აქციის მონაწილეთა თქმით, სანაპიროზე გადასასვლელად ტურისტებს და ადგილობრივებს საკმაოდ დიდი გზის გავლა უწევთ. 

აღნიშნულ მონაკვეთზე, სასტუმრო კომპლექსი აზერბაიჯანულმა კომპანია ''კრისტალ ბილდინგმა'' უნდა ააშენოს. მიწის ნაკვეთი 2017 წელს გაიყიდა. სამუშაობი ჯერ არ დაწყებულა. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დეტალების დაზუსტებას ქობულეთის მერიაში ცდილობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში