ხმაური ბიუროს სხდომაზე

16 ივლისი 2016, 00:00 3259 ნახვა

აჭარის მთავრობის განახლებული კაბინეტის შემადგენლობას  უმაღლესი საბჭოს კომისიებსა და ფრაქციებში განიხილავენ. გადაწყვეტილება ბიუროს წევრებმა  მიიღეს.  სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს რეგიონის მთავრობის დაჩქარებულად  და კანონდრაღვევით დამტიკებაში ადანაშაულებს. მან  კომისიებისთვის, მინისტრობის კანდიდატების განსხილველად, რეგლამენტით გათვალისწინეული 5-დღიანი ვადა მოითხოვა.   ოპოზოციონერი დეპუტატის განცხადებით, მისი თანაგუნდელები კომისიების სხდომებში მონაწილეოაბს ვერ მიიღებდნენ, რადგან ქალაქში არ იმყოფებიან. მმართველი გუნდი  და ოპოზიციის ნაწილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დაჩქარებული წესით დამტკიცებას წინასაარჩევნოდ აჭარაში პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებით ხსნიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში