პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.ნინო წილოსანმა საუბარი ოპოზიციის კრიტიკით დაიწყო და განაცხადა, რომ ოპონენტები საკუთარ ქვეყანას ეკონომიკურ ტერაქტს უწყობენ, ისაუბრა სხვადასხვა პროექტზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეებს.
ევროკავშირი გააკრიტიკა და ევროკომისიის ანგარიში შეაფასა ილია ინჯიამ. განაცხადა, რომ ევროკავშირმა თავის პრინციპებს უღალატა, ანგარიში მისი თქმით მიკერძოებული,საქართველოში მიმდინარე პროცესები კი დამახინჯებულია.
შალვა კერესელიძემ „გახარია საქართველოდან „ დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა და შეაფასა როგორც მძიმე. მიაჩნია რომ ხელისუფლებამ დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რომელიც სოციალურ პროგრამებსა და ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებებს მოიცავს.
საჯარო მოხელეებსა და საჯარო სამსახურებზე ისაუბრა ოპოზიციონერმა თამარ ხვედელიანმა, განაცხადა ,რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო მათ რეპრესიების ატანა და სამსახურების დატოვება უწევთ. მიაჩნია რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება ხალხის კეთილდღეობას.