სვანეთში სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

09 ივლისი 2018, 00:00 1400 ნახვა

სვანეთში, სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის წარდგინება უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის ბრძანების დამტკიცების თაობაზე გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

წარდგინებას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი წასულა. გიორგი მარგველაშვილმა სვანეთში, სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება შაბათს გამოსცა.

ბრძანების თანახმად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ჩაერთვება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი