პარლამენტში დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის განკარგულება განიხილეს. კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ სტიქიის ზონაში ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. შესაბამისად, საკითხს მხარი ბიუროზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა.
საკითხი დღესვე რიგგარეშე სხდომაზე გავა მხარდასაჭერად. მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა.