აუცილებელი პროცედურები

08 ივლისი 2018, 00:00 1420 ნახვა

აჭარის შესახებ კონსტიტუციური კანონი რომელიც ძალაში ქვეყნის კონსტიტუციის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ითხოვს, რომ პრეზიდენტმა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე  კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გაიაროს. მიუხედავად ამისა,  პრეზიდენტს  უმრავლესობის მიერ წარდგენილი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის გარდა ალტერნატიული კანდიდატურის წარდგენას კანონი არ უკრძალავს.

გიორგი მარგველაშვილის  ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის განხილვისთვის კონსულტაციებს ნატოს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტი აუცილებლად გამართავს. მესამე სექტორის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ამბობენ,რომ პრეზიდენტმა  აჭარის კონსტიტუციის 23ე მუხლით უნდა იხელმძღვანელოს, რომელიც აჭარის მთავრობის დამტკიცებას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი