პატარაძე მოსახლეობას შეხვდა

16 ივლისი 2016, 00:00 2239 ნახვა

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე პირველ სამუშაო დღეს ბულვარში იმყოფებოდა. ზღვისპირა პარკში ზურაბ პატარაძე დილის 8 საათიდან მივიდა. ის შეხვდა დილით სანაპიროზე მყოფ ბათუმელებს, გაესაუბრა ~ვეტერანთა კლუბში~ მყოფებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო მოსახლეობის აზრი მოესმინა. ზურაბ პატარაძემ ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლის და კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფებთან გამართავს. 

ამავე კატეგორიაში