#გვანცასთვის

07 ივლისი 2018, 00:00 1674 ნახვა

„გართობა და ქველმოქმედება ერთ სივრცეში“ - 24 წლის გვანცა დიასამიძის დასახმარებლად, ბათუმის საზაფხულო თეატრთან ლუდის ფესტივალი,  ამ წუთებშიც  მიმდინარეობს. შემოსული თანხა  მთლიანად მის  გამოჯანმრთელებას  მოხმარდება.  ორი წელია  რაც გვანცა მძიმე დაავადებას ებრძვის. 

საფესტივალო პროგრამა   ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. პატარების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ, იქნება გათამაშებები და კონცერტი ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით.  სპეციალურ საფეხბურთო სივრცეში კი  სტუმრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ნახვა შეეძლებათ. სახალისო აქტივობების მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი