დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

05 ივლისი 2018, 00:00 1511 ნახვა

დავით უსუფაშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს. ციტატა: ,,ვიცი, რომ ათასი მიზეზი გაქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკიდან წასასვლელად, მითუმეტეს, რომ არც მოსვლა იყო შენი ოცნება. ისიც ვიცი, რაც ძალიან ცოტამ იცის. მაგრამ შენც და მეც ისეთ საქმეში მოგვიწია ყოფნა, რომ ჩემი, შენი და ჩვენი ვალია სახელმწიფო-პოლიტიკური ცხოვრებას კი არ გავერიდოთ, არამედ ჩვენს ჩანაცვლებაში ჩვენზე უკეთესებს დავეხმაროთ. მე, სხვებთან ერთად, ამას ვაკეთებ. ერთად გავაკეთოთ”, - წერს დავით უსუფაშვილი. იგი გიორგი მარგველაშვილს სთავაზობს, საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად გამოიყენონ.  

ამავე კატეგორიაში