მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა

05 ივლისი 2018, 00:00 1572 ნახვა

საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის 21 კანდიდატი დარეგისტრირდა.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, პაატა შავაძე; ზურაბ ჯორბენაძე; გია ბერძენიძე; ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; მარიამ ცაცანაშვილი; ჯემალ გახოკიძე; შალვა თადუმაძე; ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი; გიორგი შაშიაშვილი; ირაკლი ნადარეიშვილი; შალვა შავგულიძე; ნონა ფილაური; ალექსანდრე კობაიძე; ლენა კაპანაძე; კოტე ჭილაია; ლევან ძნელაძე; თეიმურაზ ონიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი