სამხედრო გადატრიალების მცდელობა

16 ივლისი 2016, 00:00 4167 ნახვა

თურქეთის სამთავრობო ძალებმა კონტროლქვეშ დაიბრუნეს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. ამბოხებულ სამხედროთა მცირე ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე ვერტმფრენი ხელში ჩაიგდო, ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას. თურქეთის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შენობებზე თავდასხმების აღკვეთა მოხერხდა.  თურქეთის ხელისუფლებამ  გადატრიალების მცდელობის შემდეგ  გენერალური შტაბის მოვალეობის დროებით შემსრულებელი დანიშნა.  დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 60 ადამიანი, დაკავებულია 336. 

ამავე კატეგორიაში