ორი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ზურაბ პატარაძემ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა: ''დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ თანამდებობას, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად''.
"მე ვარ და ვიქნები ''ქართული ოცნების'' წევრი, გუნდის წევრი და ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებ მომავალში" - ზურაბ პატარაძე. მადლობა უნდა ვუთხრა პარტიას, რომელმაც მომცა საშუალება დავბრუნებულიყავი აჭარაში და მეკეთებინა ბევრი საქმე ჩემს რეგიონში" - თქვა მან ბრიფინგზე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ყოფილმა მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა "ქართულ ოცნებას", ცენტრალურ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, მოსახლეობას, მუნიციპალიტეტს და ბათუმელებს.