მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების "წინასწარმეტყველი" რვაფეხა იაპონელებმა მოკლეს

03 ივლისი 2018, 00:00 4405 ნახვა

რვაფეხა "ექსტრასენსი", რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის საფეხბურთო ნაკრების ყველა მატჩის შედეგი "გამოიცნო", მოკლეს და ბაზარში გაყიდეს. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

"ექსტრასენს" რვაფეხას რაბიოტი ერქვა. იგი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეროვნულ გმირად იქცა. წყნარი ოკეანის გიგანტურმა ბინადარმა, წინასწარ ამცნო ნაკრების გულშემატკივრებს, რომ იაპონია  კოლუმბიასთან მოიგებდა, სენეგალთან მოუწევდა თამაში, ხოლო პოლონეთთან მარცხი ელოდათ.  ანგარიშების დამთხვევის შემდეგ, რაბიოტის  იაპონიაში უკვე ყველა იცნობდა.

თუმცა რვაფეხას პოპულარობამ არ უშველა. მეთევზე კიმიო აბემ, რომელმაც რაბიოტი დაიჭირა, ეროვნული მასშტაბის სენსაციებს ბიზნესი ამჯობინა. რვაფეხა მოკლა და ბაზარში გაყიდა. 

აღსანიშნავია, რომ იაპონელების წინასწარმეტყველი რვაფეხა, ბელგიასთან მატჩამდე მოკლეს. ადგილობრივ მედია წერს, რომ რვაფეხას სიკვდილიც  იაპონია ბელგიის შეხვედრის  "წინასწარმეტყველება" იყო.

რაბიოტი პირველი რვაფეხა არ არის, რომელიც მსოფლიოში ჩემპიონატის თამაშებს პროგნოზირებდა. 2010 წელს, რვაფეხა პოლი ძალიან პოპულარული გახდა, რომელმაც გერმანიის ყველა თამაშის შედეგი "გამოიცნო". 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი