საერთაშორისო ფესტივალი ''ზღვის ჰარმონია'' გალა კონცერტით დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა საღამოს დასრულების შემდეგ მონაწილეები სპეციალური საჩუქრებით და დიპლომებით დააჯილდოვეს.
''ზღვის ჰარმონია'' 14 წელია ტარდება მასში ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ნეპალიდან და ინდონეზიიდან მონაწილეობდნენ.