ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. 1 ივლისს, ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2100 თურქული ლირა გამოსტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.