აირბალონებზე მომუშავე ავტომობილების ნაწილს ტექდათვალიერების გავლის ვადა 1-ელ ივლისს ამოეწურათ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.
11-13 წლის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ბოლო ვადად 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ხოლო ყველაზე ახალი 10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.