დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა

02 ივლისი 2018, 00:00 2532 ნახვა

ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა. ციცისა და ფლიპერს შვილები ერთი კვირის შუალედში, 20 და 26 ივნისს გაუჩნდათ.  

დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა, სახელად ციციმ, შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის ამოაცურა. შემდეგ კი  რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება.

პატარა დედასთან ერთად შოუს დროს აუზში იმყოფება. წარმოდგენის მიმდინარეობისას მათი პერიოდული გამოჩენა მაყურებელთა აუღწერელ ემოციას იწვევს.

ფლიპერს შვილი კი 20 ივნისს, 04:50 წთ-ზე დაიბადა. ისინი თავს კარგად  გრძნობენ. ამჟამად ფლიპერი პატარას უკვე ასწავლის წყალზე ტივტივსა და ღრმად ჩაყვინთვას. კვებავს საკუთარი რძით.

''ეჭვი, ციცისა და ფლიპერის „საინტერესო მდგომარეობის“ შესახებ, დელფინარიუმის სპეციალისტებს ჯერ კიდევ 11 თვის წინ გაუჩნდათ. მათ წონაში მატება დაიწყეს. მოგვიანებით ვარაუდი გეგმიურმა ექოსკოპიამაც დაადასტურა'' - წერია ბათუმის დელფინარიუმის ვებგვერდზე. 

პატარებისთვის სახელები ჯერჯერობით არ შეურჩევიათ. დელფინარიუმი  სახელების შესარჩევ კონკურსს, მათი სქესის დადგენის შემდეგ გამოაცხადებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი