ოპოზიცია ინვესტიციებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროვებას ითხოვს

14 აპრილი 2016, 00:00 4583 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ფინანსთა სამინისტროსგან რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ითხოვს. ისინი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ 2015 წლის მაჩვენებელი - 366 მილიონი დოლარია, ეჭვქვეშ აყენებენ. ინფორმაცია, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ კონფიდენციალურია - განმარტავს ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. მისი თქმით, რეგიონში ინვესტიციების ზრდა თვალსაჩინოა და ეს საბიუჯეტო შემოსავლების მატებითაც დასტურდება.

ამავე კატეგორიაში