“21-ე საუკუნის ბავშვები”-ამ სახელწოდების ფესტივალს ბათუმი უკვე მესამედ მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საუკეთესო შემსრულებელი ქართველი და უცხოელი პიანისტები, სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა.
ევროპის მოედანზე აგრარული და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. რამდენიმე წუთში მოეწყობა ფლეშმობიც, შემდეგ კი ფესტივალს უკვე “გალა-კონცერტი” დაასრულებს.