“ღია მმართველობა” - შეხვედრა

30 ივნისი 2018, 00:00 1682 ნახვა

,, ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა ბათუმში” - თემის ირგვლივ  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს. მომხსენებლებმა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწვეტასა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე მსჯელობდნენ.  საუბარი შეეხო მერიასა და საკრებულოს როლს საზოგადოების წინაშე გადაწყვეტილებების მიღების დროს.

საჯარო განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციის,  ბათუმის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის’’ ბათუმის ხელმძღვანელის განმარტებით, მერია და საკრებულო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესში გამოწვევის წინაშე დგას. ნათია აფხაზავა ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სტანდარტების ამაღლებაა საჭირო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი