“ბათუმი-მწვანე ქალაქი”

15 ივლისი 2016, 00:00 5163 ნახვა

“ბათუმი - მწვანე ქალაქი”- საინფორმაციო სემინარი ბათუმის მერიაში გაიამართა. სემინარზე პრეზენტაციები გაკეთდა თემებზე: მერების შეთანხმების ახალი გამოწვევები, ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ბათუმსა და აჭარის რეგიონში და მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის დანერგვის საკითხი. ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მერია გრანტის სესხისა და თანადაფინანსების საშუალებით ელექტრო და დიზელზე მომუშავე ენერგოეფექტურ მუნიციპალურ ტრანსპორტზე აგდასვლას გეგმავს. მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში დილით ველოგარბენი მოეწყო.  

ამავე კატეგორიაში