პრემიერი: ''ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს''

29 ივნისი 2018, 00:00 1783 ნახვა

ეკონომიკური ზრდის მონაცემები ქვეყანაში სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მხოლოდ მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5%-ს მიაღწია.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტზეც ისაუბრა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე მხარდამჭერი საკანონდებლო აქტი.  მისივე თქმით ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადადის ქვეყანა. რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობა. მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.

ბრიფინგის დასრულების შემდეგ კი  მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი