პირველად ბათუმში სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის გამოფენა. 6 ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებს 42 სტენდი აქვს გაშლილი. ადგილზე შესაძლებელია უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა და თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის შესაძლებლობის გამოცდა. სამომავლოდ, შესაძლოა, გამოფენის მასშტაბი გაიზარდოს.