,,ჩემი განდაგანა რერო ოდელია“-ასე ჰქვია წიგნს, რომელიც შუახევის ნახევარი საუკუნის კულტურულ ცხოვრებას ასახავს. ავტორმა, რევაზ ფევაძემ წიგნ-ალბომში შუახეველი ხელოვანების შემოქმედებითი ცხოვრება, სხვადასხვა ფესტივალისა და ტრადიციული ღონისძიების შესახებ ჩანაწერებები გააერთიანა.
წიგნი 500 ეგზემპლარად შუახევის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა, რომელიც კულტურის ცენტრებსა და სკოლებში გადანაწილდება. პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.