შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან

27 ივნისი 2018, 00:00 1396 ნახვა

პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 20-მდე ჟურნალისტს უმასპინძლა და მათ შეკითხვებს უპასუხა. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ნატოს სამიტისათვის მზადების საკითხსა და აშშ-ს კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდაჭერის აქტზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს ამ დოკუმენტისათვის, რომლის მიღების საკითხიც აშშ-ი ვიზიტისას დააყენა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ასევე საქართველოს როლით საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროცესებში. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს, გაძლიერებული რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი