''ცოცხალი წიგნები''- შეხვედრა საჯარო ბიბლიოთეკაში

27 ივნისი 2018, 00:00 1759 ნახვა

''ცოცხალი წიგნები'' - პროექტის საშუალებით მწერლები და მკითხველები ამჯერად ერთმანეთს ბათუმში საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვდნენ. მათ მკითხველს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.

პროექტი მეოთხე წელია ხორციელდება და მისი მიზანი თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციაა. წელს პირველად ქართველ მწერლებთან ერთად საკუთარი შემოქმედება მკითხველ შვედმა პოეტმა ქრისტიან კალსონმაც გააცნო, რომელიც ქართული თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიის ავტორია. მომდევნო შეხვედრა ქედაში გაიმართება. პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი