კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ქედაში შპს-ს უფროსი დააკავეს

27 ივნისი 2018, 00:00 2060 ნახვა

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქედის მერიის „კომუნალური სერვისის სამსახურის“ უფროსი დააკავა. ინფორმაცია თავდაპირველად 25 ივნისს გავრცელდა, შესაბამისმა უწყებებმა კი ფაქტი ოფიციალურად დღეს დაადასტურეს და ვიდეომასალა გაავრცელეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ  შპს-ს დირექტორმა, ერთ-ერთი მეწარმისგან 400 ლარი აიღო.

''უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი'' - წერია განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შპს-ს დირექტორს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მონაწილეობდნენ თუ არა გარიგებაში სხვა პირები ჯერჯერობით უცნობია. 

ამ ეტაპზე, აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი