ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი

26 ივნისი 2018, 00:00 1948 ნახვა

33 კაცი, ადამიანები რომლებმაც ბოლო 27 წელიწადში ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს – “ოთხოზორია-ტატუნაშვილის”  სია შედგენილი და გასაჯაროვებულია.

სიაში მოხვდნენ ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ტატუნაშვილის მკვლელობასა და მის წამებაში დადანაშაულებული, ეგრეთწოდებული სამართალდამცველები არიან.

პარლამენტში მიერ მ21 მარტს მიღებული რეზოლუციის თანახმად, რაც ამ სიის შედგენასაც ითვალისწინებდა, სიაში შეყვანილი პირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, მათ შორის სავიზო, ქონებრივ და ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული. აღსრულებაზე პასუხისმგებელი კი საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები იქნებიან. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი