პარლამენტის საგამოძიებო  კომისია  პროკურორის  და  შსს-ს  წარმომადგენლის  მოსმენას  აგრძელებს

26 ივნისი 2018, 00:00 1439 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს კვლავ შსს-ს წარმომადგენლის კახა სირაძისა და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის მოსმენით განახლდა.

გუშინ მათ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ, თუმცა კომისიის წევრებს მათთან კითხვები კიდევ დარჩათ. გაიმართა დაძაბული კითხვა-პასუხი და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც. კანონმდებლების მთავარი კითხვა- მთავარი მტკიცებულების, ფარდულის განადგურებას ეხებოდა.

დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ რატომ არ დაიკითხნენ მნიშვნელოვანი მოწმეები. შსს-ს წარმომადგენლისა და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის გარდა, დეპუტატებმა უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები. მათ შეკითხვებს არასრულწლოვნებმაც უნდა გასცეს პასუხი. დღეს მოსმენის გარდა, მომავალი სხდომების დღის წესრიგის დამტკიცება იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში