ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი

26 ივნისი 2018, 00:00 1425 ნახვა

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, წარდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და სია შესაძლოა, გაიზარდოს. მისი თქმით, ამავე დროს, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

ასევე, განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც  საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შესაბამისი ანგარიში უნდა წარუდგინონ. პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი აღნიშნულ კანონს განიხილავს, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია  საჯარო გახდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი