თავდასხმა ნიცაში

15 ივლისი 2016, 00:00 3773 ნახვა

ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა. ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 10 ბავშვია. მოზარდები არიან დაშავებულებს შორისაც. დაღუპულთა და დაშავებულთა  შორის უკრაინის, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან. ინციდენტი 14 ივლისის გვიან საღამოს, ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. შემთხევვის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს. უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. იგი ადგილობრივი მცხოვრები წარმოშიბით ტუნისელი 31 წლის  მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. ამჟამად სამართალდამცველები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ. თავდასხმელი პოლიციისთვის ცნობილი იყო წვრილმანი დანაშაულისთვის. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ორგანიზატორი სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოა“.  საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

ამავე კატეგორიაში