''კადეტი'' პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრა

25 ივნისი 2018, 00:00 2472 ნახვა

მე-8 წელია ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნება. ღონისძიებების ოფიციალური ცერემონია ბათუმის ნავსადგურში გაიმართა. მეზღვაურებს თარიღი მიულოცეს პრემიერ მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მოქმედ კაპიტნებს პროფესიაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

დღესვე საზღვაო ელჩის ტიტული მიანიჭეს შორეული ნაოსნობის ორ კაპიტანს, თეიმურაზ გოგრაჭაძეს და თამაზ მიქლეაძეს.. დაჯილდოვდნენ სტუდენტები და სტიპენდიანტები. ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მივიდა საზღვაო აკადემიაში. 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კუთვნილი გემი „კადეტი“ პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრა. ერთი თვის განმავლობაში 20-მდე კურსნატი პრაქტიკას ამ გემზე გაივლის. მიმდინარე წელს,  გემი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადასცა. იგი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე სანაოსნო სისტემით და ტექნიკური საშუალებით. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში