თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, 6 საპრეზიდენტო კანდიდატი მათ შორის ერთი ქალი და რვა პარტია იბრძვის - სწორედ მათ შორის უწევდათ დღეს, არჩევანის გაკეთება თურქეთის მოქალაქეებს.
ხმის მიცემის უფლებით ქვეყანაში 60 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს. ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მეჯლისი 550-ის ნაცვლად 600 წევრით დაკომპლექტდება. ქვეყანას 2003 წლიდან რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ერდოღანმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება 18 აპრილს გაახმოვანა.