მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისა და სამთავრობო გუნდში ახალი სახეების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსჯელობა გრძელდება. ირაკლი კობახიძის თქმით არსებით და პრინციპულ საკითხებზე გუნდში თანხმობაა.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი არჩილ თალაკვაძის თქმით ის რაზეც ყველანი თანხმდებიან არის ის, რომ ქვეყანას ჭირდება ოპერატიული და მცირე მთავრობა, რომელიც იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს იმ პრობლემების წინააღმდეგ რაც საზოგადოებას აწუხებს.