მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი

23 ივნისი 2018, 00:00 1382 ნახვა

ე.წ ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  ნიჟარაძის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

ამ ეტაპისთვის კომპანია „ბათუმის წყალი“ მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალ სისტემაზე გადაერთების სამუშაოებს ასრულებს.

მოსახლეობას უსასყიდლოდ უმონტაჟდებათ მრიცხველები. ახალ სისტემაში ჩართვის შემდეგ აბონენტებს წყალი, უწყვეტად 24 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი