აშშ -ს კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა 

22 ივნისი 2018, 00:00 1431 ნახვა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა. რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს უსვამს, რომ 2016 წელს საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და მაღალი სტანდარტით ორგანიზებული საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, რეზოლუცია ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი-მეხუთედის ოკუპაციაზე.

კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, რომ სამივე ქვეყნის ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები; შეწყვიტოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებზე მოქმედი უკანონო  სამხედრო შენაერთების და შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო მხარდაჭერა; მათ შორის, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დესტაბილიზაციის მიზნით მიმდინარე ქმედებები. რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობასა და ევროპელ მოკავშირეებს, ასევე გაეროსა და აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განაგრძონ რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

ამავე კატეგორიაში