რა მოხდა მინდელის შახტში - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა 

21 ივნისი 2018, 00:00 1497 ნახვა

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება. 21-გვერდიანი დასკვნა მინდელის სახელობის შახტში უკრაინელი ექსპერტების მიერ მომზადდა.

პროფკავშირების ინფორმაციით,  კვლევა არ არის სრულყოფილი, რადგან საწარმოში გარკვეული დოკუმენტები არ არსებობდა, ასევე მათთვის უცნობი იყო გამოძიებების დეტალები. დასკვნის მიხედვით, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებად, არა საწარმოს დახურვა, არამედ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის და მკაცრი დისციპლინის დანერგვა უნდა მოხდეს. ექსპერტებმა შახტის ადმინისტრაციას უკვე რეკომენდაციების ნუსხა უკვე გადაუგზავნეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი