''კლასობანა'' ზებრას ნაცვლად - ქობულეთის, ბათუმის და სხვა ქალაქების ფერადი გადასასვლელები

21 ივნისი 2018, 00:00 7784 ნახვა

ქობულეთში სტანდარტული ზებრა გადასასვლელის ნაცვლად პიანინოს კლავიშები დახატეს. ერთ-ერთ გადასასვლელეზე კი დახაზული ''კლასი'' დაგხვდებათ, რომელიც ბავშვებს აუცილებლად დაამახსოვრდებათ და საგზაო წესებსაც ისწავლიან. ზებრა გადასასვლელები ქობულეთში, რამდენიმე დღის წინ მოიხატა. 

ფერადი ზებრა გადასასვლელები ბათუმშიც გამოჩნდა, მაგრამ ქობულეთისგან განსხვავებით, ბათუმის მერიამ გადასასვლელებს მხოლოდ ფერი შეუცვალა და წითელ-ყვითელ ფერებში გადაწყვიტა. 

საქართველოში ზებრა გადასასვლელები  ქვეითებსა და მძღოლებში, არც ისე პოპულარულია.  ხშირად, მოქალაქეები საგზაო წესებს სწორედ ამ ნაწილში არღვევენ. 

ავარიული და უბედური შემთხვევები  ზებრა გადასასვლელებთან ფიქსირდება, სადაც ან ქვეითმა ან მძღოლმა უგულებელყო საგზაო ნიშანი. 

პრობლემის დასაძლევად და სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად, შსს-მ საგზაო წესების დაცვის მასშტაბური კამპანია "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" დაიწყო.  კამპანიის ფარგლებში, საქართველოში სხვადასხვა ქალაქში ზებრა გადასასვლელები მოიხატა. 

ბათუმი

ოზურგეთი 

ქუთაისი

ზუგდიდი 

ფოთი

ლაგოდეხი

მარტვილი 

ახალციხე 

მარნეული

გორი

თბილისი

ზებრა გადასასვლელების მოხატვა მსოფლიო პრაქტიკაა და  ბევრ ქალაქში ორიგინალურად ალამაზებენ გზებს. 

 

ფოტოები აღებულია მუნიციპალიტეტების ოფიციალური გვერდებიდან, სოციალური ქსელიდან, სხვადასხვა მედიასაშუალების საიტიდან და პირადი გვერდებიდან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი