საკონსტიუციო სასამართლოში მსჯავრდებულების სარჩელს განიხილავენ

20 ივნისი 2018, 00:00 2157 ნახვა

„საქართველოს მოქალაქეები - ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელე მხარე, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისათვის, თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას ითხოვს.

ორივე მოსარჩელე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) უკანონო შეძენისა-შენახვისთვის  არიან მსჯავრდებულები, მათ პირობითი მსჯავრი -  5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. პოლიციამ ისინი 0,00000126 და 0,0003 გრამი  ნარკოტიკისთვის დააკავა.  

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული მეტამფეტამინს რა რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს დიდი ან მცირე ოდენობად. ამ ნარკოტიკის ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება 1 გრამს წარმოადგენს დიდ ოდენობას და ისჯება მკაცრად. 

"0,00000126 გრამს და 0,0003 გრამს იწონის მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილი ანაფხეკები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მათი მოხმარება, შეუძლებელია. დასახელებული ოდენობის მეტამფეტამინის შეძენა და შენახვა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ქმედებას, რის გამოც აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აშკარად არაპროპორციული სასჯელია და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს’’ - აცხადებს მოსარჩელე მხარე.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. განმწესრიგებელი სხდომა დღეს, 20 ივნისს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

განახლებული:

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი