ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს სტუდენტური უნივერსიადის გამარჯვებულის და სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, გენადი ჩხაიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჩატარდა და გათამაშებაში საქართველოს ყველა რეგიონის 130-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.