პლაჟის დალაგებაში ''სანდასუფთავების'' თანამშრომლებს დამსვენებლები დაეხმარნენ

18 ივნისი 2018, 00:00 2765 ნახვა

დღეს, გონიოსა და კვარიათის სანაპირო ზოლი, შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლებთან ერთად, დამსვენებლებმაც დაალაგეს. ტურისტებმა სანაპირო ზოლში გამორიყული ნარჩენები შეაგროვეს. 

გაწეული დახმარებისთვის და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის შპს “სანდასუფთავების“ სამსახურმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. 

"დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს დამსვენებლებმაც, რისთვისაც “სანდასუფთავების“ სამსახური მათ მადლობას უხდის", - დაწერეს უწყების თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში.


#შევინარჩუნოთსუფთაქალაქი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი